პოლონეთსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობისა და ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცების საქმეში იგეგმება პოლონური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „სილეზიას“ საქართველოში გასტროლები, რომელიც მძიმე პანდემიური ვითარების გაუარესების გამო დროებით გადაიდო. ამიტომ დაიგეგმა სტანისლავ ჰადინის სახელობის ანსამბლი „სალეზიას“ მიერ შესრულებული სიმღერებისა და ცეკვების საქართველოს მასშტაბით სატელევიზიო და ინტერნეტ ონლაინ კონცერტის და ფილმების ჩვენება. უკვე მოეწყო ანსამბლის შესახებ ფილმების ჩვენება ქართულ ტელე სივრცეში ტელეკომპანიებში: „ქართული ტვ“, „გურჯაანი ტვ“, „აჭარა PS-TV-12“, „შინი-TV“ ინტერნეტ ტელეკომპანია „ვარსკვლავები“, stars.ge, magicvoices.ge და მრავალი სხვა.
ორი ქვეყნის კულტურის უფრო ახლოს გაცნობის მიზნით დაგეგმილია ონლაინ სემინარების ჩატარება, როგორც საქართველოში, ასევე პოლონეთში. ქართულ ტელე სივრცეში ფილმი გადის სახელწოდებით „ზუსტად ეს არის პოლონეთი“. ზემო აღნიშნული პროექტი დაიგეგმა და ხორციელდება პოლონეთის კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და ცენტრის მიერ. პროექტს მხარს უჭერს პოლონეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს საელჩო პოლონეთში, პოლონური ინსტიტუტი თბილისში, გორის მუნიციპალიტეტის მერია, ანსამბლი „გორი“ და ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისში. |